80 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული გუნდი
სხვადასხვა კატეგორიის 700 პროდუქტი
3500 კვ/მ ცივი და მშრალი შენახვის საწყობი
Previous
Next
60 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული გუნდი
სხვადასხვა კატეგორიის 700 პროდუქტი
3500 კვ/მ ცივი და მშრალი შენახვის საწყობი
Previous
Next

ჩვენს შესახებ

როგორ მივაღწიეთ ამას? ჩვენ არ დაგიმალავთ ჩვენს საიდუმლოს და არც ისეთ რამეს გეტყვით, რაც ჯერ არ გაგიგიათ, პირიქით – ეს არის ძალიან ბევრი მუშაობა, საუკეთესო ხალხის მოწვევა ორგანიზაციაში, სადაც ოჯახური გარემოა და რაც მთავარია საკითხისადმი სწორი მიდგომა. რა თქმა უნდა იღბალიც ჩვენს მხარეზეა და ვფიქრობ, რომ ყველაფერმა ამან თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებასა და საერთო მიზნის მიღწევაში. ჩვენ თავიდანვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი წარმატების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი იქნებოდა მომსახურების ხარისხი, რომელსაც ჩვენ ჩვენს მომხმარებელს ვაწვდით; აღნიშნული გამოიხატება ჩვენს თითოეულ ქმედებაში, რასაც ვახორციელებთ კომპანიის შიგნით, თუ გარეთ. ამიტომ ჩვენ ჩვენი საქმიანობა განვსაზღვრეთ, როგორც მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ყოველთვის ისწრაფვის უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება, იმაზე მეტი ვიდრე მოელით და ჩვენ მუდამ ვეძებთ განვითარების სხვადასხვა გზებს, როგორც ჩვენს პარტნიორებთან ასევე მომხმარებლებსა და კოლეგებთან ერთად.
თუ თქვენ ხართ მიმწოდებელი, პოტენციური მომხმარებელი ან თუ თქვენც გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს ოჯახს, გთხოვთ დაგვიკავშირდით ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჩვენ ძალზედ მოხარულები ვიქნებით მიგიღოთ ჩვენთან.

ჩვენი ბიზნესი შეიქმნა 5 წლის წინ, როგორც სამი მეგობრის გიჟური იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ და სხვადასხვა წარმოშობა ჰქონდათ. ჩვენდა საბედნიეროდ ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში, მაშინ როცა დანარჩენებს გამოცდილება გვქონდა მარკეტინგსა და ფინანსებში. დღეს ჩვენს ორგანიზაციას ოთხი პარტნიორი და 60 წევრისგან შემდგარი გუნდი ჰყავს. ყველა ერთად ვმუშაობთ ერთმანეთის მხარდამხარ და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ჭირში თუ ლხინში, ერთი საერთო მიზნის მისაღწევად – გავხდეთ საქართველოს ბაზრის ლიდერები მომსახურების სფეროში, პროდუქციის არჩევისა და ხარისხის მიმართულებით. რა თქმა უნდა ჩვენი საქმიანობის დაწყების პირველი დღიდანვე ადვილი არ იყო ყველაფერი, იყო ჩავარდნები და აღმასვლები, იყო სირთულეები მაგრამ ეს ყოველივე ღირდა ამად!
ალბათ გაგიგიათ, რომ სამყარო შეშლილებს ეკუთვნისო და რაც არ გკლავს გაძლიერებსო – შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენზეა ნათქვამი. ამ გიჟურმა და მხიარულმა თავგადასავალმა მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე, ამჟამად ჩვენი კომპანია ინდუსტრიაში არის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დღეს იგი არის ერთ-ერთი უდიდესი HORECA სექტორის დისტრიბუტორი კომპანია ბაზარზე. ჩვენ რამოდენიმე სეგმენტში ვართ წამყვანი კომპანია. ჩვენ ვახორციელებთ 700-ზე მეტი სახეობის პროდუქტის დისტრიბუციას, რომელიც ინახება 3,500კვ/მ საწყობებში და ყოველივე ზემოთ აღნიშნული იმართება ჩვენი შესანიშნავი გუნდის მიერ.

ჩვენი ოჯახი

როგორც ერთხელ ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა – იზრუნე შენს გუნდზე და ისინი იზრუნებენ შენს ბიზნესზე!  ჩვენ ვეთანხებით ამ კაცს, ამიტომაც ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე, როგორც საკუთარ ოჯახზე. ეს ძალიან პირადულია, როგორც კი შემოუერთდებით გუნდს, თქვენ ავტომატურად ხდებით ჩვენი ოჯახის წევრი, ოჯახის სადაც ყველა თანასწორია და ყველა ყველას ეხმარება,  სადაც ყველას საუკეთესო დამოკიდებულება აქვს ერთმანეთისა და საქმის მიმართ და ერთად ისწრაფვიან საერთო მიზნის მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებთ ან ვისთვის ვაკეთებთ, მთავარია ვუზრუნველყოთ საუკეთესო სერვისი და მივიღოთ საუკეთესო შედეგი!

თუ თქვენ იგივე დამოკიდებულება გაქვთ ყოველივე აღნიშნულზე და მონდომებული ხართ მიიღოთ საუკეთესო შედეგები დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და ჩვენ მოხარულები ვიქნებით მიგიღოთ ჩვენს გუნდში. 

1
იმპორტი
1
გაყიდვები
1
მენეჯმენტი
1
იურისტები
1
ფინანსები
1
საწყობი
1
ლოჯისტიკა

ბრენდები

ჩვენ ვახალისებთ ჩვენს მომწოდებლებს, ისინი გვეხმარებიან უფრო სწრაფად გავიზარდოთ და უფრო და უფრო მეტი გაყდვები გვქონდეს ყოველდღიურად.

ისინი ჩვენ გვენდობიან და ჩვენ მათ. ეს ურთიერთდამოკიდებულება და პატივისცემა ხელს გვიწყობს გამარჯვებებსა და საუკეთესო შედეგების დადებაში, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად.  მათთან შეხვედრა დიდ გამოფენეზე ან საქართველოში მათი მასპინძლობა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად კარგი ქართული ღვინითა და სამზარეულოთი ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის.

ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ახალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებს და გზებს, რათა ერთად გავიზიაროთ წარმატებები. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ, შეგვხვდით გამოფენებზე ან საერთოდაც ჩამობრძანდით ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში და ერთად გავაფართოვოთ ბაზარი.

მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებელები ჩვენს მშობლებს ჰგვანან, ისინი შთაგვაგონებენ გავხდეთ უკეთესები და უკეთესი შედეგები მივიღოთ ყოველდღიურად. ჩვენ გვჯერა, რომ მუდმივი მოტივაცია ყველას სჭირდება მდგრადი განვითარებისთვის, როგორც პირად ისე პროფესიონალურ სფეროში. ჩვენი მომხმარებელი ამას ბრწყინვალედ ახერხებს, ისინი მოითხოვენ უკეთესები ვიყოთ, ისინი არიან ჩვენი მოტივატორები განვვითარდეთ უფრო სწრაფად და გავხდეთ უფრო კარგები. ჩვენ გვიყვარს ეს ყველაფერი! ჩვენ ეს გვაიძულებს კიდევ და კიდევ განვვითარდეთ; არ აძლევს ჩვენს წარმატებას საშუალებას შენელდეს და ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას გადავუხვიოთ დასახულ მიზანს – ვუზრუნველყოთ ბაზარზე საუკეთესო, მაქსიმალური მომსახურების მიწოდება.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენ დიდი დასასვენებელი კომპლექსი ხართ თუ პატარა კაფე, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა როგორც ახალი მომხმარებლისთვის, ასევე ახალი გამოწვევების მისაღებად. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ, გვეწვიეთ ოფისში ჩვენ თქვენთვის აუცილებლად გვექნება საუკეთესო შემოთავაზებები, ჩვენ თქვენ მოგაწვდით რასაც გნებავთ და სადაც გნებავთ!

მიმოხილვები

მოგვწერეთ

PREMIUM FOODS GROUP

ელ. ფოსტა : info@pfg.com

მისამართი : Vazha Pshavela Ave 71, 0186, Tbilisi, Georgia