PFG.GE

ჩვენს შესახებ

"პრემიუმ ფუდს ჯგუფი" წარმოადგენს ლიდერ იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიას ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქცია ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ წამყვან ევროპულ მწარმოებლებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე და მის მუდმივ კონტროლზე. ჩვენს ასორტიმენტში შემავალი პროდუქტები იწარმოება იტალიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში და ა.შ.
 
ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან. მათ რიცხვში შედის: Heinz, DeCecco, Alpro, Ronsard, Gut Von Holstein, Hoogwegt, Sterilgarda და სხვ.

"პრემიუმ ფუდს ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე მრავალი წელია და უცვლელად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ ხარისხს. კომპანიის კლიენტების რიცხვში შედიან ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Radisson, Marriott, Sheraton, Holiday Inn, Hard Rock Cafe, Domino's Pizza, Entree და სხვ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს ხარისხთან დაკავშირებით და ვცდილობთ მუდმივად შევთავაზოთ მათ სიახლეები.
 
კომპანია ფლობს 1250კვ.მ ტემპერატურულ და მშრალ საწყობს თბილისის ტერიტორიაზე, საიდანაც ყოველდღურად ოპერატიულად გაედინება შეკვეთილი პროდუქცია კლიენტებთან. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომ შეკვეთილი პროდუქცია დროულად მიეწოდოს დამკვეთს. კლიენტზე მორგებული სერვისი ჩვენი კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზია. "პრემიუმ ფუდს ჯგუფი"-ს ბაზრის საშუალო წილი ყველა კატეგორიაში 72%-ს შეადგენს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.